ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობდა და ეს დასავლეთმა იცის.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, კუჭის ოპერაციის შემდეგ სააკაშვილისთვის დიდი ოდენობით საკვების მიღება არ შეიძლებოდა.
“შიმშილობა არ არის მარხვა, მარხვა სულ სხვა რამეა, ეს ერთი, მეორეც ერთი – ვიცით, რომ შიმშილობას ადგილი არ ქონია, გადატანილი კუჭის ოპერაციის შემდეგ, მისთვის არ შეიძლებოდა დიდი რაოდენობით საკვების მიღება, არც მარხვა და არც შიმშილობა, მისი ჯანმრთელობისთვის იყო ეს განკუთვნილი, ცნობილია უკვე საექიმო დასკვნები. ექიმებისგან არის კი, ცნობილი. ოპერაცია დასავლეთში გაიკეთა და იცის ეს დასავლეთმა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
კომენტარები