ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, დღეს სამტრედიაში, ცენტრალურ პარკში, ღონისძიებები იმართება.
მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით. დაინტერესებულ პირებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს გაუწევენ.
ადგილზე განთავსებული იქნება იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფები. ვაქცინირებული ადამიანები მათი მომსახურებით უფასოდ ისარგებლებენ, ასევე გადაეცემათ სხვადასხვა სასაჩუქრე ვაუჩერი.
ღონისძიების პირველი ნაწილი ბავშვებს დაეთმობა. მათ განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ.
დაგეგმილია მუსიკალური ღონისძიებაც, რომელიც კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.
კომენტარები