ტყიბულში მიწის ჩამოშლის დროს დაშავებული 65 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ექიმების თქმით, მამაკაცს გულ-მკერდისა და ფილტვების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა, მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი სხეულის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები