მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერიასთან დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ამ დრომდე იზოლატორშია

ქუთაისის მერიასთან დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ამ დრომდე იზოლატორშია

სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც გუშინ ქუთაისის მერიასთან დაკავეს, ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.

ზაალ კუხიანიძეს ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია.

ადვოკატის ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ზაალ კუხიანიძის დაკავებას უსამართლოს უწოდებენ ოპოზოციაში. მათი თქმით, მოქალაქეებს საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ და ამის გამო არ უნდა იჭერდნენ.

სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე ქუთაისის მერიასთან 3 დეკემბერს დააკავეს.

კომენტარები