ოპოზიცია აცხადებს, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტებში საახალწლო მორთულობებისთვის ხელისუფლების მიერ გამყოფილი თანხები შეუსაბამოდ მაღალია იმ პირობებში, როდესაც გასულ წლებთან შედარებით მოსახლეობისთვის დასარიგებელი ერთჯერადი ნობათი რეკორდულად შემცირდა.
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტმა წელს სოციალური დახმარებების მიმღებთან რაოდენობა ყველაზე მეტად შეამცირა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობა ხალხის ფულს არამიზნობრივად ხარჯავს.
„ადამიანები ნაგვის ურნებში არიან გადაყუდებული, ტრაგედია ისაა, რომ ნარჩენების გადაყრის საშუალებაც აღარ გვაქვს. ამ ფონზე ყოველწლიურად უმატებდე სათამაშოების ყიდვას საახალწლოდ, ეს არის უზნეობა, უპასუხისმგებლობა. როცა ბავშვები არიან მშიერი, კამფეტს ვერ შეჭამს ახალ წელს“, – აცხადებს გოგი წულაია.
„ასი ათასობით ლარი იხარჯება ჯამში საკუთარი კომფორტისათვის, ახალი წლის სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, ამ დროს მცირდება ნობათების შემადგენლობა, რომელიც ყოველწლიურად გაჭირვებულებს გადაეცემათ. პანდემიის გამო ათასობით ადამიანი შიმშილობს, თუმცა სამწუხაროდ, „ქართული ოცნებისგან“ ამას ყველა მიეჩვია“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა შუშანია.
კომენტარები