იმერეთში, ვანში მცხოვრები 5-სულიანი ოჯახი, რომელიც დანგრეულ სახლში ცხოვრობს, დახმარებას ითხოვს.
ოჯახი ავარიულ სახლში უკვე წლებია, ცხოვრობს. სახლს არც კარი აქვს, არც ფანჯრები, მხოლოდ ცარიელი კედლებია, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.
უკიდურესი გაჭირვების გამო დედამ შვილები ბავშვთა სახლში მიიყვანა, რათა მათ საკვები ჰქონოდათ.
„შვილები 7 თვეა, თვალით არ მინახავს, ძალიან მენატრება, მაგრამ… სახლი როდის ჩამოგვენგრევა არ ვიცით, სოციალურიც გვქონდა და ისიც მოგვიხსნეს“, – ამბობს გურანდა თადეიშვილი.
ოჯახს არც სოციალური დახმარება აქვს, რადგან გაურკვეველი მიზეზით მოუხსნეს, მათი ბედით არც ადგილობრივი მთავრობა ინტერესდება.
კომენტარები