წინანდალში, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები მეორე დღეა, შეკრებილები არიან, სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ.
მათ სასტუმროში შესვლის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.
“გვინდა, რომ ქართველი ხალხის გზავნილი გადავცეთ გაზულუქებულ ჩინოვნიკებს, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯზე ჩამოსულები არიან, ღრეობენ და ერთ ღამეში სასტუმროში იხდისნ 670 ლარს და ჭამა-სმაში იხდიან 153 ათას ლარს, „ქართული ოცნების“ გაქსუებული, გაღორებული ჩინოვნიკები, მაშინ, როდესაც ადამიანებს მანდარინის და კანფეტის ფული არ აქვთ, რომ ახალ წელს სახლში მიიტანონ, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და ესენი მილიონობით ლარს ხარჯავენ თავის დროს ტარებაში. ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილს უთვლიან რამდენი რედბული დაალევინა ჰილარი კლინტონს და ჯო ბაიდენს, სამარცხვინოები არიან, ღორები არიან და ამას ვეტყვით ყველგან, სადაც არ უნდა წავიდნენ“, – აცხადებს მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი ლაშა ხუსკივაძე.
კიდევ ერთი აქტივისტის ნიკა ნარსიას თქმით კი, სირცხვილია, როდესაც ადამიანებს ასე უჭირთ და „ოცნების“ ლიდერები ათი ათასობით ლარს ხარჯავენ საკუთარ გართობაში.
სამოქალაქო აქტივისტებს თან აქვთ წარწერები – „თქვენ ჭამეთ ცეცხლი“, „ეს „შაბაში“ ბიუჯეტს ნახევარი მილიონი დაუჯდა“ და სხვა.
“ქართული ოცნების” ლიდერები წინანდალში გუშინ შეიკრიბნენ. კახეთში, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში იმყოფებიან უმრავლესობის ლიდერები, მინისტრები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა ქალაქის მერები. იქ იმყოფება პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი.
არსებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა 450-კაციანი სუფრა გაშალა, რაშიც 153 000 ლარი დაიხარჯა. მამუკა მდინარაძის თქმით, წინანდალში, პარტიის შეკრება პარტიის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ის სამუშაო ფორმატისაა.
კომენტარები