მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს, დაუშვებელია ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო ასაკიან ქალბატონს”

“ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს, დაუშვებელია ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო ასაკიან ქალბატონს”

ჭიათურის მერიაში დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილის მიერ თანამშრომელი ქალის ცემის ფაქტს ოპოზიცია ეხმაურება.

ჭიათურის საკრებულოს წევრი სიმონ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ ყველაფრის უფლება აქვთ.

“ეს ადამიანები მზად არ არიან, რომ დაიკავონ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელმღვანელი თანამდებობები. მათ აქვთ ასეთი განცდა, რომ ყველაფრის უფლება აქვთ და ყველაფრის უფლებას აძლევენ თავის თავს. დაუშვებელია, ვინც არ უნდა იყოს, მით უმეტეს, ასაკიან ქალბატონს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს შენს ორგანიზაციაში და შენ ახალი მოსული ხარ, ასეთი ფაქტის წინაშე დააყენო და ასეთი შეურაცხყოფები მიაყენო”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა სიმონ ჯაფარიძემ.

ჭიათურის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილემ სამსახურის თანამშრომელი ქალი სცემა.

მედეა მოდებაძე სამსახურში ამბის გასარკვევად მას შემდეგ მივიდა, რაც შეიტყო, რომ ის იანვრიდან შესაძლოა, სამსახურიდან გაათავისუფლონ. მერიის შენობაში დეტალების გასარკვევად მისულს ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარის შემდეგ თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

კომენტარები