მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში 398 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტიდან 35 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

იმერეთში 398 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტიდან 35 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან 437 იმერეთში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 105 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტი 398, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 35 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 45 153 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 072 პირი, გარდაიცვალა – 52. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.07%.

კომენტარები