მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბარ-რესტორანი “ეპოქა” სტუმრებს 31 დეკემბერს ვარსკვლავურ ახალ წელს ჰპირდება

ბარ-რესტორანი “ეპოქა” სტუმრებს 31 დეკემბერს ვარსკვლავურ ახალ წელს ჰპირდება

ბარ-რესტორანი “ეპოქა” სტუმრებს ქუთაისში, 31 დეკემბერს ვარსკვლავურ ახალ წელს ჰპირდება.

ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები ქუთაისს “ეპოქას” მიწვევით ესტუმრებიან და რესტორანში საკუთარი შემოქმედებით წარდგებიან.

დუეტი “ჯორჯია”- რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე, მუსიკალური შოუ “ვოისის” გამარჯვებული მაგდა ივანიშვილი და მრავალი პროექტის მონაწილე ინდირა ჯგერნაია „ეპოქას“ სტუმრებისთვის თავიანთ ჰიტებს შეასრულებენ. საღამოს კი ჟურნალისტი, მსახიობი და ტელესახე დათო ლიკლიკაძე წარუძღვება.

როგორც “ეპოქაში” აცხადებენ, 31 დეკემბერს ბარ-რესტორანში დამატებითი სივრცეც იქნება გახსნილი, თუმცა ამის მიუხედავად, ვარსკვლავურ საღამოზე დასწრების მოთხოვნა დიდია, რის გამოც მსურველებმა ჯავშანი წინასწარ უნდა გააკეთონ.

მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე – 577 152355.

მიუხედავად იმისა, რომ ბარ-რესტორანი “ეპოქა” ცოტა ხნის წინ გაიხსნა, ადმინისტრაციის მიწვევით ერთგული მომხმარებლის განწყობის შესაქმნელად უკვე არაერთმა ნიჭიერმა და წამყვანმა მომღერალმა იზრუნა.

კომენტარები