მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge-ს საახალწლო ნომინაციები – 2021

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge-ს საახალწლო ნომინაციები – 2021

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge გილოცავთ ახალ 2022 წელს და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ წლის განმავლობაში ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით დააწესა.

წლის დაუსრულებელი პროექტი – თანამედროვე სტანდარტის მქონე აუზის მშენებლობა ქუთაისში.

წლის ტყუილი – ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა.

წლის “ძლივს გვეღირსა” დასრულება – აღმაშენებლის გამზირი.

წლის მასპინძელი – იმერეთის გუბერნატორის მიერ, პანდემიის დროს ბიუჯეტის ფულით სახლში სტუმრების გამასპინძლება.

წლის პატიმარი – გოგი წულაია.

წლის საშემოდგომო – მერის არჩევნები ქუთაისში.

წლის გაშვება – კახა ჩხეტიანის პოლიტიკური ნიშნით საფეხბურთო კლუბ “ტორპედოდან” გათავისუფლება.

წლის ჯილდო – ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგება.

წლის ამბიცია – იოსებ ხახალეიშვილის განცხადება, რომ ქუთაისის მერს 5 500 ლარზე მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს.

წლის გაურკვევლობა – ნამოხვანჰესის მშენებლობა.

წლის იმედგაცრუება – გელათში წყლის ჩამოსვლა და ფრესკების ჩამორეცხვა.

წლის დუმილი – ქუთაისის ეპარქია გელათის მოვლენებზე.

წლის ხარაჩოებზე “მოხეტიალე”– თორნიკე ბარათაშვილი.

წლის პერფორმანსი – სუს-ის შენობასთან, იმედა კლდიაშვილის მიერ დაპარნკიგებული მანქანა.

წლის უნიფორმა – ხარაგაულელი საკრებულოს ქალი წევრების მიერ შეკერილი ერთნაირი სამოსი.

წლის უიღბლო – ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე აღმართული დროშა.

წლის დამალვა – საარჩევნო უბანზე, მაგიდის ქვეშ დამალული კოორდინატორები.

წლის აუხდენელი ოცნება – რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია.

წლის მიტოვებული შენობები – პარლამენტი და მთავრობის სახლის შენობები.

წლის მთავარი იმედი – ქუთაისი ისევ გახდება საპარლამენტო ქალაქი.

 

კომენტარები