მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმის შვილის კომპანიამ ხარაგაულის ბიუჯეტიდან 1.05 მილიონი ლარი მიიღო

“ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმის შვილის კომპანიამ ხარაგაულის ბიუჯეტიდან 1.05 მილიონი ლარი მიიღო

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის ვახტანგ ტალახაძის ძმის შვილის კომპანიამ 1.05 მილიონი ლარი მიიღო ხარაგაულის, 787,860 ლარი კი მცხეთის ბიუჯეტიდან.

გიორგი ტალახაძის შპს გგ-მ ხარაგაულის მერიის 7 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ოთხში უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციით გაიმარჯვა.

მცხეთის მერიამ მის შპს გგ-სთნ უტენდერო, გამარტივებული შესყიდვა გააფორმა, როდესაც კომპანიას მანამდე არც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის, არც მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება არ ჰქონია.

გიორგი ტალახაძე წარსულში რაჭის მაჟორიტარის გოჩა ენუქიძის კომპანიების, შპს იბერ 777-ის და შპს ენუქიძის დირექტორი და ამავდროულად, მმართველ პარტიის მსხვილი შემწირველია.

კომენტარები