მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრში მამაკაცი გარდაიცვალა

სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრში მამაკაცი გარდაიცვალა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრში, 14 იანვარს, მამაკაცი გარდაიცვალა.

მათი ცნობით, გარდაცვლილ მოქალაქეს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და არ წარმოადგენს სოციალური დახმარების მიმღებ პირს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, სააგენტოს სერვის ცენტრში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს კი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები