მთავარიახალი ამბებისლაიდი

“გზები გაწმენდილი არ არის, მანქანები ვერ მოძრაობენ, ერთადერთ ტრანსპორტად ცხენი დაგვრჩა”

“გზები გაწმენდილი არ არის, მანქანები ვერ მოძრაობენ, ერთადერთ ტრანსპორტად ცხენი დაგვრჩა”

ქუთაისში დილიდან ინტენსიურად თოვს, ნალექის სახით მოსულმა თოვლმა პრობლემები შექმნა გადაადგილების მხრივაც.

ქალაქში გაადაადგილება უჭირს, როგორც სატრანსპორტო საშუალებებს ასევე ფეხით მოსიარულებს.

ადგილობრივების თქმით, ქალაქის ყველა პერიფერიული ქუჩა გაუწმენდავია, ცენტრალურ ქუჩებზე კი ტექნიკა დღის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა.

ქვეითად მოსიარულეების თქით, ტროტუარები გაუწმენდავია, რაც მათთვის საფრთხეს წარმოადგენს.

დღეს ქუთაისში, სატრანსპორტო საშუალებად ცხენი გამოჩნდა, რომლითაც ადგილობრივი უსაფრთხოდ და შეუზღუდავად გადაადგილდება.

“1990-იან წლებში დავბრუნდით, ტრანსპორტს დღეს ორი საათი ველოდებოდი, ბოლოს იძულებული გავხდი ფეხით წამოვსულიყავი, არცერთი გზა გაწმენდილი არ არის, რის გამოც მანქანები ვეღარ გადაადგილდებიან, ერთადერთ უსაფრთხო ტრანსპორტად ცხენი დაგვრჩა, რომ დანიშნულების ადგილამდე მისვლა შევძლოთ“, – აცხადებს ადგილობრივი.

ფოტო: არჩილ გეგენავა

კომენტარები