მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლე ცოლის გაყინული კვერცხუჯრედით შვილის ყოლას გეგმავს

იმერეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლე ცოლის გაყინული კვერცხუჯრედით შვილის ყოლას გეგმავს

47 წლის ნატო ფხაკაძე, რომელიც 10 წლის განმავლობაში შვილს ელოდა, გასული წლის სექტემბერში კორონავირუსით გარდაიცვალა. ორ კვირაში დაიღუპნენ ტყუპებიც, რომელიც ქალმა ხელოვნური განაყოფიერებით გააჩინა.

ახლა, ნატოს მეუღლე, რომელიც სულ მარტო დარჩა, სუროგატი დედის დახმარებით ცდილობს, შენახული კვერცხუჯრედი გამოიყენოს, რომ შვილი ეყოლოს.

გარდაცვლილი ქალის ქმრის დასახმარებლად მისი და ელენა ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს:

“ნატო ფხაკაძე, ფარცხანაყანევის ერთ ლამაზ და მშრომელი ხალხის ოჯახში დაიბადა, ის ძალიან კარგი მოსწავლე და წარჩინებული სტუდენტი იყო, თავისი შრომით, ბიოგრაფიის ფურცელი საშუალო სკოლის მასწავლებლის წოდებით შეივსო.

დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა სკოლის პედკოლექტივსა თუ მოსწავლეთა შორის. მოგვიანებით შექმნა ოჯახი გოჩა საბანაძესთან, მაგრამ მათ შვილი არ ებოძათ. ნატო რწმენას არ კარგავდა და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ დედა გამხდარიყო, თავისი ოცნებისთვის ათენებდა და აღამებდა ეკლესიებში.

გინეკოლოგიური მკურნალობის შედეგად, რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ, ტყუპ გოგო-ბიჭზე ფეხმძიმე ნატოს სხეულმა ვეღარ შეძლო მშობიარობამდე მისულიყო და გაეჩინა შვილები, სამწუხაროდ, 2 სექტემბერს სამშობიარო სახლში დასრულდა მისი სიცოცხლე, მალე მისი უნახავი ქალ-ვაჟიც იმიერში დედას ჩაეხუტნენ.

დღეს, ნატოს მეუღლე გოჩა საბანაძე მზადაა და აიყვანა სუროგატი დედა, რომელსაც ნატოს ერთადერთი ცოცხლად შენახული კვერცხუჯრედი უნდა გადაუნერგონ, რათა დაიბადოს ნატოს შვილი.

მე ელიკო, ნატოს და, გთხოვთ უმორჩილესად, გაუწიოთ დახმარება, რადგან შესაგროვებელია 15 000 დოლარი შვილის მოსაპოვებლად, რათა ნატოს საფლავი ისევ მისმა შვილმა შეამკოს ყვავილებით, მოგმართავთ ნატოს ნაცნობ-მეგობრებს, თანამშრომლებს, უცხო და ნაცნობ ადამიანებს, ვისაც გული შეგტკივათ ნატოსთვის, დაეხმაროთ ამ მდგომარეობით დამძიმებულ ოჯახს,” – წერს გარდაცვლილი ქალის და.

#ნატოსთვის

#ნატოსშვილისთვის

#ახალისიცოცხლისთვის.

თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის, ანგარიშის ნომერი:

GE97BG0000000345888454

#მიმღები ელენა ფხაკაძე

კომენტარები