ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზო გიდებმა დაასუფთავეს.
ისტორიული ტაძრის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებით იყო დაბინძურებული, რის გამოც ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დასუფთავების აქცია დაგეგმა.
“ტერიტორია დავასუფთავეთ ნარჩენებისგან და ეკალ-ბარდებისგან. ძალიან უხერხულია, როდესაც ქართველი და უცხოელი დამთვალიერებელი ხედავს დაბინძურებულ კულტურულ მემკვიდრეობას”, – განაცხადა ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა.
კომენტარები