მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს კომპანიების წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია”

“იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს კომპანიების წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია”

სახელმწიფო რწმუნებულებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა 2021 წლის დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო, – ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 36 მოქმედი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია 12-მა, ხარვეზებით შეავსო. მათგან 6 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძეს 2021 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის:

● შპს “სასარგებლო წყალი ნაბეღლავის” დირექტორი და 100% წილის მფლობელი

● შპს “ჯორჯიან ფერო ელოისის” დირექტორი

● შპს “გამა 222”-ის 50% წილის მფლობელი

● შპს “ალიანსი 222”-ის 30% წილის მფლობელი თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია და არც საწარმოთა დირექტორის პოზიცია დაუტოვებია.

 

კომენტარები