დღეს დილიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში 17 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები განახლდა.
მოზარდი მდინარეში გუშინ გადავარდა, ის ხიდზე მშობლებთან ერთად გადადიოდა, როდესაც ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.
მომხდარის შემდეგ ბიჭის გადასარჩენად მდინარეში მამაც გადახტა, თუმცა შვილის დახმარება ვერ შეძლო.
მდინარე ლეხინდარში ჩავარდნილი მოზარდის პოვნას 30-მდე მაშველი გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
კომენტარები