“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ხატია დეკანოიძე, ქუთაისელებს “გვირილობის“ დღესასწაულს ულოცავს.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი უნდა გახდეს.
“ყველაზე თბილი და ტკბილია ეს ქალაქი. გამორჩეული ხალხით და ხიბლით, რომელსაც ვერსად გაექცევით. ქუთაისს უნდა ჰქონდეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ქუთაისი იმსახურებს ყველაზე გამორჩეულ პროგრესს”, – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები