ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის 20 ნომერში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებს, სახლის გაქურდვა სურდათ.
გვიან ღამით, რამდენიმე პირი კორპუსის მეორე სართულზე აიპარა, რაც ადგილობრივმა გაიგო და დამნაშავეებს შემთხვევის ადგილის დატოვებისკენ მოუწოდა.
“როგორც კი დავუყვირე, მეორე სართულიდან ეგერევე გადახტნენ, რამდენიმე პირი იყო, არჩევდნენ, რომელ სახლში შესულიყვნენ ფანჯრიდან”, – აცხადებს ადგილობრივი.
ქუთაისში გაზრდილ კრიმინალზე ადგილობრივები მასიურად საუბრობენ.
კომენტარები