უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 24 700 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 05.05-მდე:
ტანკები – 1 092, ჯავშანტექნიკა – 2 651, საარტილერიო სისტემები – 499, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 169, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 83, თვითმფრინავი – 196, ვერტმფრენები – 155, საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 1 907, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 10, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 312, სპეციალური ტექნიკა – 38, საკრუიზო რაკეტები – 89.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.
კომენტარები