მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

პუტინი უკრაინას “ფაშიზმზე გამარჯვების დღეს” ულოცავს

პუტინი უკრაინას “ფაშიზმზე გამარჯვების დღეს” ულოცავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის არმია უკვე მესამე თვეა, კლავს მშვიდობიან უკრაინელებს, ანგრევს ქალაქებს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უკრაინელ ხალხს გზავნილით მიმართავს.

კრემლის ვებგვერდის ინფორმაციით, პუტინმა თავის მიმართვაში “ნაციზმის აღორძინების დაუშვებლობაზე“ ისაუბრა.

“დღეს ჩვენი საერთო მოვალეობაა, თავიდან ავიცილოთ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა სხვადასხვა ქვეყნის ხალხს“, – ნათქვამია კრემლის ხელმძღვანელის მიმართვაში.

კრემლის მეთაურის „მილოცვა“ უკრაინისა და ოკუპირებული დონბასის გარდა, საქართველოს, ბელარუსს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, მოლდოვას, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს, ოკუპირებულ აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს გაეგზავნა.

პუტინის „განმათავისუფლებელმა“ არმიამ 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში უკვე 25 000-ზე მეტი სამხედრო და ასეულობით სამხედრო ტექნიკა დაკარგა.

 

კომენტარები