უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 26 000 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 10.05-მდე: ტანკები – 1 170, ჯავშანტექნიკა – 2 808, საარტილერიო სისტემები – 519, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 185, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 87, თვითმფრინავი – 199, ვერტმფრენები – 158, საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 1 980, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 12, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 380, სპეციალური ტექნიკა – 41, საკრუიზო რაკეტები – 94.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.
კომენტარები