მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალთა ფონდი “სოხუმის“ ახალი სწრაფი მოკვლევის ანგარიში

ქალთა ფონდი “სოხუმის“ ახალი სწრაფი მოკვლევის ანგარიში

ქალთა ფონდმა “სოხუმი“ გამოაქვეყნა ახალი სწრაფი მოკვლევის ანგარიში – „მერის წარმომადგენლების საჭიროებების გამოვლენა სამიზნე მუნიციპალიტეტებში“.

მოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ფონდი „სოხუმის“ სამიზნე მუნიციპალიტეტებში (სამტრედია, ვანი, თერჯოლა, ბაღდათი, ტყიბული, წალენჯიხა, ზუგდიდი, სენაკი, ქობულეთი, ჩოხატაური) მერის წარმომადგენელთა საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, მათი როლის გასაძლიერებლად გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების, დაზარალებულთა დახმარების, არსებულ ადგილობრივ და ცენტრალურ სერვისებზე მოქალაქეების ინფორმირების და რეფერირების სისტემაში მონაწილეობის კუთხით.

განხორციელებულმა სწრაფმა მოკვლევამ გამოკვეთა მერის წარმომადგენელთა ციფრული უნარ­ჩვევების გაძლიერების, მათი მეტი ინფორმირების, კვალიფიკაციის ამაღლების, სამუშაო აღწერილობაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დაცვის ღონისძიებებში ჩართვის მკაფიო ვალდებულებების გაწერის საჭიროება.

კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომია აქ – http://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/12359-2022-05-07-08-06-30

 

კომენტარები