ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ქუთაისში, აჭარასა და კახეთის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავეს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია.
მისივე თქმით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისათვის მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქუთაისში დააკავეს.
დანაშაულები თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები