მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – “რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ჩვენი ბრალია

სალომე ზურაბიშვილი – “რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ჩვენი ბრალია

კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზეც არც ვიოცნებებდით, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

“ფაქტს ვერ გავექცევით, მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყაროთ. ეს არ არის არც ქართული, არც ქალების ხასიათი.

მე თქვენი იმედი მაქვს, მოსახლეობის იმედიც მაქვს, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, გუშინ სახლიდან გვიყურებდა. დღეს თქვენც გრძნობთ, რომ არც იმედგაცრუების და არც წუწუნის დრო არ არის.

დღეს რაც მოგვივიდა, ეს არის გაფრთხილება, „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ჩვენი ბრალია. ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე.

რაც მთავარია და რაც მინდა კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით.

პირველ რიგში, უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაცია. იქ წერია, რომ ჩვენ, ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში, არც ვიოცნებებდით. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. გაწევრიანების პერსპექტივა, ეს არის ის, რაც არავის უთქვამს აქამდე ჩვენთვის, თუ არა უკრაინა და ახალი გარემოებები ამას დღეს ნამდვილად არ მივიღებდით. იმედი მაქვს, ამ ტექსტს გაიმეორებენ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები