ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, მისი ასისტენტის ფუნქციას კი დავით გაბისონია შეასრულებს. გარდა ამისა, ქართველებთან ერთად, მატჩზე ლიეტუველი მსაჯები იმუშავებენ (მეორე ასისტენტი და მე-4 მსაჯი).
კიკაჩეიშვილმა და გაბისონიამ სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 2 თამაში უკვე იმსაჯეს: იტალია – სლოვაკეთი (1:0) და ინგლისი – ისრაელი (1:0).
იტალიისა და ინგლისის მატჩი სლოვაკეთის ქალაქ სენეცში 28 ივნისს გაიმართება.
კომენტარები