მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ გუშინ მომხდარ ფაქტზე ისაუბრა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დღეს ქალაქის მერი დაიმალა და საკრებულოს სხდომას არ დაესწრო, რადგან მისი დავალებით გუშინ საჯარო მოხელეები ოპონენტებს ქუჩაში დაუპირისპირდნენ.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის პეტრე ადამაძის განცხადებით, ოპოზიციის ეს განცხადებები საჯარო მოხელეების დისკრიმინაციაა.

გუშინ ნიკეას ქუჩაზე, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ფლაერების დარიგებისას, საჯარო მოხელეები მივიდნენ და ოპოზიციის აქტივობის ჩაშლა სცადეს.

კომენტარები