მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს, ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია”

“სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს, ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია”

“ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი კანონის შესაბამისად ბოლომდე უნდა მოიხადოს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილთან მიმართებაში არსებობს რისკები და ამიტომ, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს სახელმწიფოს ინტერესი.

“არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია და დაკავშირებულია პირდაპირ სახელმწიფო ინტერესებთან.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს ასეთი ცნება სისხლის სამართალში – საზოგადოებრივად საშიში. ამ ადამიანთან პირდაპირ არის დაკავშირებული რისკები, მათ შორის, პოლარიზაციის გაღრმავების, გაორმაგების, ანუ ამის პოტენციალი არსებობს და ასეთ დროს, ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას. ამიტომ, არის ჩვენი პოზიცია პრინციპული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები