ბაღდათის მერია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სათვალთვალო კამერების მონტაჟისთვის ემზადება.
23 კამერას, რომელსაც დღისა და ღამის გამოყენების ქსელური ტიპის ვიდეო სამეთვალყურეო ფუნქცია ექნება და ავტომობილების სანომრე ნიშნების იდენთიფიცირებას მოახდენს, ადგილობრივი ხელისუფლება შეიძენს.
ამისათვის ბიუჯეტიდან 436 870 ლარი გამოიყოფა.
ტენდერში გამარჯვებულოი კომპანია 28 აგვისტოს გამოვლინდება, რომლებმაც სამეთვალყურეო კამერების შეძენა და მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა განახორციელოს.
კომენტარები