კოტე ფოცხვერაშვილის წითელხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლები ბაღდათის მერს კახა ენუქიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები დაიგეგმა.
ეკოკლუბის მიზანია წითელხევი მწვანე საზოგადოებად გარდაიქმნას, რისთვისაც სოფელში უფრო მეტი გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.
როგორც ეკოკლუბში აღნიშნავენ, ბაღდათის მერიის მხარდაჭერით უახლოეს მომავალში წითელხევში საყოველთაო დასუფთავების აქცია ჩატარდება, დამზადდება მაისურები ეკოკლუბის წევრი მოსწავლეებისთვის და ასევე დაფინანსდება სკოლის ეკოკლუბის შემეცნებითი ექსკურსია ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში.
კომენტარები