მთავარიახალი ამბებისლაიდი

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა.

2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა, 263 598 ადამიანი დევნილად იქცა.

საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა.

“მცოცავი ოკუპაცია”, ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება.

კომენტარები