მთავარიახალი ამბებიიმერეთი

რუსეთის საწინააღმდეგო სტიკერების გამო ქუთაისის მერიამ აქტივისტები 1000-1000 ლარით დააჯარიმა

რუსეთის საწინააღმდეგო სტიკერების გამო ქუთაისის მერიამ აქტივისტები 1000-1000 ლარით დააჯარიმა

“მტრების მიმართ არ ვართ კეთილგანწყობილი,” პუტინი ოკუპანტია” – ამ შინაარსის სტიკერების გამო ქუთაისის მერიამ არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენელები 1000-1000 ლარით დააჯარიმა.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ანტისაოკუპაციო სტიკერები ქუთაისში, 7 აგვისტოს, ომის დაწყებიდან 14 წლისთავზე გააკრეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქალაქის მერიამ, ჯარიმის ოქმში მათ მიერვე გავრცელებული ფოტოები მტკიცებულად მოუყვანა, სადაც აღნიშნულია, რომ პოსტერები თვითნებურად გააკრეს.

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლების სათავეში რუსული ოცნებაა.

კომენტარები