მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ძაღლს ფეხი ნაჯახით მოაჭრეს” – ხონში ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია გამართეს

“ძაღლს ფეხი ნაჯახით მოაჭრეს” – ხონში ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია გამართეს

ხონში ცხოველთა უფლებების დამცველების ჩასვლას დაპირისპირება მოყვა.

აქტივისტების ინფორმაციით, სოფელ მათხოჯში ძაღლს დაუდგენელმა პირმა ბლაგვი საგნით ფეხი მოაჭრა და მეპატრონემ ის კლინიკაში არ გადაიყვანა.

დაზიანებული ცხოველის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის გამოც ცხოველთადაცველებმა სოფელში აქცია გამართეს.

ადგილობრივებმა პროტესტის მონაწილეებს განუცხადეს, რომ ძაღლი დაკარგული იყო, სახლში დაზიანებული ფეხით დაბრუნდა, მათთვის უცნობია ვინ განახორციელა ძაღლის მიმართ სასტიკი ქმედება.

ცხოველის პატრონის განმარტებით, პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა კლინიკაში გადაყვანა ვერ მოახერხეს. მათი თქმით, რამდენიმე ძაღლი ყავთ და მათზე არასოდეს უძალადიათ.

კომენტარები