სამოქალაქო აქტივისტი და ჭიათურის მერობის ყოფილი კანდიდატი ნოდარ ჩაჩანიძე “ჯორჯიან მანგანეზს” მიმართავს.
მისი ინფორმაციით, კომპანია ჭიათურაში სამდღიან ტურისტულ ფესტივალს გამართავს.
“ჯორჯიან მანგანეზი” სამდღიან ტურისტულ ფესტივალს გამართავს ჭიათურაში, თავისი კონცერტებით, ფუშ-ფუშებით და ამბებით…
ჯორჯიან მანგანეზი – მთავარია, რომ მოწვეულმა სტუმრებმა მდინარე ყვირილაში არ გადაიხედონ და შემთხვევით იმ სოფლებში არ მოხვდნენ, სადაც ჯოჯოხეთში აცხოვრებთ ხალხს… კაცხი, სვერი და მანდაეთი სწორად შეგირჩევიათ ტურისტულად, ხრეითშიც წაიყვანდით ალბათ, რგანი რომ არ იყოს გზად გასავლელი… აქვე შეგახსენებთ, რომ თქვენი სახელმწიფო მმართველის სტატუსია “სპეციალური გარემოსდაცვითი (!!!) მმართველი”.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მეგობარი მყავდა ჭიათურაში და ფანჯრიდან ყვირილას რომ გადახედა, ახალდაგებული ასფალტი ეგონა…
Levan Loudadze კარგ კონცერტს გისურვებ მეგობარო, შევხვდებით ალბათ”, – წერს ნოდარ ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები