ქუთაისში რუსი ტურისტები, რომლებიც “გაზპრომის” წარწერებით და გეორგიევსკის ლენტით გაფორმებული ავტობუსით გადაადგილდებოდნენ, სასტუმრომ არ მიიღო.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გეორგიევსის ლენტით გაფორმებული ავტობუსის რუს ტურისტებს ისინი სტუმრად არ მიიღებდნენ.
“როდესაც აღნიშნული ავტობუსი მოვიდა ჩვენს სასტუმროსთან და ვნახეთ, რომ ის იყო “გაზპრომის” წარწერებით და გეორგიევსკის ლენტით გაფორემბული, ვიხელმძღვანელეთ საქართველოს კანონმდებლობით და ვიცით, რომ ეს ითვლება ოკუპაციის სიმბოლოდ, აღნიშნულ სტუმრებს უარი ეთქვათ სასტუმროში განთავსებაზე”, – განაცხადა სასტუმროს მეპატრონემ დავით მანდარიამ.
ქუთაისის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში რუსული ენერგოგიგანტი კომპანიის, “გაზპრომის“ ბრენდირებული ავტობუსი გეორგიევსკის ლენტითა და რუსი ტურისტებით გადაადგილდებოდა.
რუსული საოკუპაციო ჯარის სიმბოლოთი გაფორმებული ავტობუსის ქალაქის ქუჩებში მოძრაობას სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის მოჰყვა. ოკუპანტი ქვეყნის ავტობუსი აქტივისტებმა გააჩერეს და გეორგიევსკის ლენტის ნაცვლად, ტრანსპორტში საქართველო-უკრაინის დროშა დატოვეს.
კომენტარები