მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ნაგვის ურნასთან რომ მიხვიდე, ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო” – რა ხდება ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე

“ნაგვის ურნასთან რომ მიხვიდე, ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო” – რა ხდება ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობისთვის უცნობია, როდის შეიძლება დასრულდეს აღნიშნული სამუშაოები.

ქალაქში ჭავჭავაძის გამზირი ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა, სადაც კერძო მაღააზიები, ბენზინგასამართი სადგურები და მსხვილი და საშუალო ბიზნესებია განთავსებული.

ობიექტების მეპატრონეები “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ გადაკეტილი ქუჩის გამო, მათთან მომხმარებელი ვეღარ შედის, ასევე მათ არ აქვთ ინფორმაცია როდის შეძლებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

პარალელურად აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილება ადგილობრივებსაც უჭირთ.

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანა ფახურიძე ფოტოებს ავრცელებს, სადაც ასახულია, რომ ურნებამდე მისვლა მოსახლეობას “ბეწვის” ხიდის გავლით უხდებათ.

“ნაგვის ურნასთან რომ მიხვიდე, ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო”, – წერს ნანა ფახურიძე.

კომენტარები