ქუთაისში, “საქართველოს ბანკიდან” სავარაუდოდ, ორი მძევალი გამოიყვანეს.
შენობიდან ორი ხანშიშესული ქალბატონი გამოიყვანეს, ისინი სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.
“საქართველოს ბანკში” შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით საათნახევრის წინ შეიჭრა და სავარაუდოდ, 10-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 2 მილიონს ითხოვს.
ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
კომენტარები