ქუთაისში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილი თავდამსხმელი მძევლების გაცვლაზე და ქალების გაშვებაზე უარს ამბობს.
ადგილიდან ერთ-ერთი მძევალი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ შეიარაღებული მძარცველი ყველას უსაფრთხოდ გაშვებას ჰპირდება, თუ მოთხოვნილ თანხას მიუტანენ.
მძევალი ტელეფონით სავარაუდოდ, პოლიციას ესაუბრება.
“რაის ქალები გამოვუშვა ცეკვა ცეკვით გამოვალ კიდო. გადით აქედან, თორემ ვისვრი”, – ამბობს თავდამსხმელი.
ის ამბობს, რომ იცის 20-25 წელი სასჯელის მოხდა მოუწევს.
შენობაში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ის პოლიციის მოახლოების გამო აგრესიული ხდება.
ცოტა ხნის წინ შენობაში მყოფი ერთ-ერთი ქალი შეუძლოდ გახდა, ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ მას გული აწუხებს, გაეთიშა სხეულის ცალი მხრე.
ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა დღეს დილით მოხდა. შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობაში 12 მძევალია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია თავდამსხმელის მოთხოვნებთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, ის 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვს.
კომენტარები