“ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და თავს კარგად გრძნობენ, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავდამსხმელმა პოლიციას დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია.
“თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ ძლიერი შეიარაღება, დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები, დანიშნულია ექსპერტიზა. ის არის დაკავებული, მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცედურო მოქმედებები“,- განაცხადა დარახველიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა თავდამსხმელი დაცვის ყოფილი თანამშრომელი, დარახველიძე აცხადებს, რომ მოქმედი თანამშრომელი არ არის, დანარჩენი ინფორმაცია კი მოგვიანებით გავრცელდება.
37 წლის გრიგოლ ნარსიას 12 ადამიანი 9 საათზე მეტ ხანს მძევლად ჰყავდა აყვანილი.
კომენტარები