ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ არსებული სანაგვე ურნები ნარჩენებით არის სავსე.
ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება და ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.
“იქნებ პარლამენტის ტერიტორიაზე გაიტანოს ნაგავი დასუფთავებამ. ურნები გადავსებულია კონკრეტულ ადგილებზე, მიუხედავად იმისა, რომ არის ზოგიერთი შედარებით თავისუფალი ურნა, მაინც უპასუხისმგებლო ადამიანები არ გადადგამენ ზედმეტ ნაბიჯს და იქვე ყრიან. როგორც შემიძლია ვაგროვებ, მაგრამ სად წავიღო.
მე ყოველდღე ორჯერ მიწევს გასვლა და ძალიან მადარდებს ეს მდგომარეობა”, – წერს სოცილაური ქსელის მომხმარებელი ჯგუფ “ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემებში”.
კომენტარები