ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე სარეველა-ბალახების სიმაღლემ ერთ მეტრს მიაღწია.
ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება და ადგილობრივები ყურადღებას ითხოვენ.
“მუშაობს მერია და სამსახურები. ხეების სიმაღლე ბალახი, ახლადაგარემონტებულ აღმაშენებლის გამზირზე”, – წერს ქუთაისის საკრებულოს წევრი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ლაშა შალამებრიძე.
“ქუთაისში ბალახი სიმაღლეში ხეებს ეჯიბრება. არავინ პატრონი არაა”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები