მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საზღვარგარეთის ციხეებში ქართველ პატიმრებს აწამებენ, საელჩოები კი დუმან”

“საზღვარგარეთის ციხეებში ქართველ პატიმრებს აწამებენ, საელჩოები კი დუმან”

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ციხეებში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” ყოველდღიურად უკავშირდებიან პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ ციხეებში უმძიმესი მდგომარეობაა, კონკრეტულ ქვეყანაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს დახმარების მიზნით უკავშირდებიან, თუმცა უშედეგოდ.

განსაკუთრებული პრეტენზიებია საფრანგეთთან მიმართებაში, აღნიშნული ქვეყნის საპყრობილეებში მყოფი ქართველები აცხადებენ, რომ უმძიმეს პირობებში იმყოფებიან, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს დახმარებას სთხოვენ, თუმცა რეაგირება არ არსებობს.

ახალი ამბების სააგენტო იწყებს კონკრეტული პატიმრების ისტორიების გასაჯაროებას და საზოგადოებამდე მიტანას, სწორედ ამიტომ მსგავსი ისტორიების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით 598 98 49 50

– ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.

– არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში.

– არავის შეიძლება დაეკისროს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.

ჩვენ დავიცვათ თქვენს უფლებებს!

კომენტარები