საქართველოში უხუცესი ქალი – 116 წლის თამარ ჩუბინიძე-სოფრომაძე ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუქედში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
მისი ყოველი დილა, აივანზე გასვლით და ფინჯანი ყავის მირთმევით იწყება.
ჯერ კიდევ მეორე შვილის მოლოდინში იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომში მეუღლე დაეღუპა, იმის შემდეგ კი აღარ დაოჯახებულა.
გვიყვება, რომ შვილებით, შვილიშვილებითა და შვილთაშვილების ცხოვრებით ბედნიერი ქალია.
“5 წელი მინდა კიდევ სიცოცხლე. მიყვარს ჩემი შთამომავლები ბედნიერებით ტკბობა. ვუვლი თავს, როგორც შემიძლია, აუცილებლად კოხტად უნდა ვიყო”, – აცხადებს უხუცესი ქალი.
თამარ ჩუბინიძე-სოფრომაძე 1906 წელს დაიბადა.
კომენტარები