მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მორიგი მონიტორინგის მიზნით გელათს კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი ეწვია

მორიგი მონიტორინგის მიზნით გელათს კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი მორიგი ვიზიტით ეწვია.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ალესანდრო მასარის ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია, გელათის ძირითად ტაძარში არსებული კლიმატური პირობების შესწავლა იმ ფონზე, როდესაც ტაძრის დასავლეთ მკლავის ხარვეზიანი გადახურვა მაისის თვიდან გახსნილია, მოეწყო ახალი დროებითი გადახურვა და მიმდინარეობს ტაძრის კედლების გამოშრობა.

კლიმატოლოგი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება და ამ პერიოდის განმავლობაში, მეცნიერულად შეისწავლის ყველა საჭირო მონაცემს, დააკვირდება ტაძარში მიმდინარე შრობის პროცესს, რის შედეგადაც მის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, კულტურის სამინისტრო შემდგომ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

კომენტარები