ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ვერხვის ხეებს ჭრიან, – ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მოქალაქეები ხელისუფლებას ფაქტის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
“გუგუნავაზე ჭრიან ვერხვებს. ამ წუთას ხდება. ვერხვი ჭადარი არაა, ის არ ამოიყრის. ერთი-ორ ადამიანთან დავრეკე. იქნებ შეაჩერონ პროცესი. თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი, კარგი იქნება თუ დროულად შევაჩერებთ”, – წერს სოცილურ ქსელში გიორგი კილაძე.
კომენტარები