მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ასე “ლამაზად” გამოცვალეს მილები, ალბათ, 25-სანტიმეტრიანი ორმოა დარჩენილი”

“ასე “ლამაზად” გამოცვალეს მილები, ალბათ, 25-სანტიმეტრიანი ორმოა დარჩენილი”

ქუთაისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის საავტომობილო გზაზე წყლის მილები გამოცვალეს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი აღნიშნულ ზოლზე ასფალტი გადააგო, თუმცა უხარისხოდ.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ასფალტის ზოლი იმდენად დეფორმირებულია, რომ მასზეც თავისუფლად გავლა შეუძლებელია.

“სერგო ზაქარიაძის ქუჩის გაგრძელებაზე, ასე “ლამაზად” გამოცვალეს მილები. ალბათ, 25-სანტიმეტრიანი ორმოა დარჩენილი. ბოთლიც დავდეთ თვალსაჩინოებისთვის”, – აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები