მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებს მერიასთან სანიაღვრეებზე პრობლემების შესახებ კლიპის ჩვენებაში ხელი შეუშალეს

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებს მერიასთან სანიაღვრეებზე პრობლემების შესახებ კლიპის ჩვენებაში ხელი შეუშალეს

ქუთაისში საინიციატივო ჯგუფის “როდემდე?!” აქტივისტებმა მერიის ფასადზე ვიდეოკლიპი გაუშვეს.

კლიპში ქუთაისში სანიაღვრეების კუთხით არსებული პრობლემები და მოქალაქეთა კომენტარები იყო ასახული.

მერიის დაცვის თანამშრომლებმა და ზედამხედველობის სამსახურმა აქტივისტებს ვიდეოს ჩვენებაში ხელი შეუშალეს.

მათ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს გაუთიშეს გენერატორი და პროექტორს გადაეფარნენ, რათა მერიის ფასადზე კადრები არ გასულიყო.

კომენტარები