მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო, საკმარისია

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო, საკმარისია

აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ეს სოლიდარობა სხვა ფორმით გამოხატონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მთავარი ვალდებულება ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც ქვეყნის კეთილდღეობის განმსაზღვრელია.

“უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, მეგობრებო და დღეს, მსოფლიოსა და ევროპაში ძალიან რთული ვითარებაა. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტით, შემდეგ ევროპის ქვეყნების სახელმწიფოების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი, შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები. ჩვენი მთავარი ვალდებულება ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელია. ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო, სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული, ეროვნული პოლიტიკა და არა ომით და მით უმეტეს წაგებულ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები