მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მეორე შვილს ელოდებოდა” – 22 წლის მამაკაცი, რომელიც ბაღდათში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

“მეორე შვილს ელოდებოდა” – 22 წლის მამაკაცი, რომელიც ბაღდათში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ახალგაზრდა 22 წლის გოგიტა ბანცაძეა.

ის სოფელ წითელხევში სამუშაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა.

გარდაცვლილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდან იყო.

“გული მეწვის გოგი, შენი გარდაცვალება მძიმე შესაგუებელია, როგორ აატირე მთელი სოფელი, ვკითხულობ პოსტებს და მეამაყები ესეთი თბილი და გულიანი ბიჭი რომ იყავი. გული მეწვის შენს გამწარებულ მშობლებს, შენს ლიკას, დედმამიშვილებს რომ ვუყურებ რომელი ერთი ვანუგეშო, რომელი დავაიმედო, რა ვუთხრა. მწარე ხარ გოგი, მწარე”, – წერს ახლობელი ეკა მაღლაკელიძე.

“გოგიტა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდან იყო. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ის ბაღდათში სამუშაოზე იმყოფებოდა. მეორე შვილს ელოდებოდა. ვიწვით ამ უმძიმესი ტრაგედით”, – აცხადებს ახლობელი.

კომენტარები